ხელოვნების
წრის მიზანია:
მოსწავლეებში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავება:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თეორიული ცოდნისა
და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში:
პრაქტიკული აზროვნების შემოქმედებითი და კომუნიკაციის
უნარების განვითარება:
მოსწავლეებმა დაგეგმილი სამუშაოპროგრამის საფუძველზე
შეისწავლონ:
სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები:
მოახდინონ ინტეგრაცია ხატვასა და მუსიკას შორის:
შექმნან ნახატები და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები
და მოაწყონ გამოფენა:
წრის მუშაობის
პროგრამა:
წრის სასწავლო პროგრამის შედგენისას გავითვალისწინე
მოსწავლეთა ინტერესები, V-VI-VII-VIII
კლასის მოსწავლეები ყოველთვის ხალისით ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოს,ამიტომ
თეორიულ მასალასთან ერთად დავგეგმეთ პრაქტიკული დავალებები:
ხატვა,აპლიკაცია;
გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შექმნა:სამკაულები,ნაქარგები
და სხ.
მოსწავლეებს აგრეთვე ძალიან უყვართ მუსიკა,სიმღერა,ამიტომ
დავგეგმეთ ისეთი აქტივობები,სადაც მოსწავლეები მოახდენენ სიმღერისა და ნახატების ინტეგრაციას,შეისწავლიან
და შეასრულებენ სხვადასხვა სიმღრებს ფანდურის თანხლებით.
სახელოვნებო
წრის ,,ნორჩი ხელოვანი“
სამუშაო გეგმა
|
გაკვეთილის ჩატარების თარიღ
|
თემა
|
მიზანი
|
რესურსი
|
|
26.09.2019
|
წრის მონაწილეებთან სამუშაო გეგმის გაცნობა
|
სოციალური უნარების განვითარება;წრის მონაწილეებს შორის მეგობრული ურთიერთობის
ჩამოყალიბება.
|
წრის სამუშაო გეგმა
|
|
03.10.2019
|
ძველი სამყაროს ხელოვნება:ძველი ეგვიპტე-არქიტექტურა და ხელოვნება.ნახატის
შესრულება თემაზე:ძველი ეგვიპტის კედლის მხატვრობა.
|
მოსწავლე გაეცნოს ძველი ეგვიპტის არქიტექტურას და ხელოვნებას,მოსწავლემ
შეძლოს მიღებული ცოდნის საფუძველზე ნახატის შესრულება.
|
ხელმძღვანელის ლექცია:ინტერნეტ რესურსი,სახატავი ინსტრუმენტები.
|
|
10.10.2019
|
სახვითი ხელოვნების ძირითადი ჟანრი-პეიზაჟი
|
შემოქმედებითი უნარების განვითარება:მოსწავლემ შეძლოს ბუნებაზე დაკვირვების
შედეგად გადაიღოს შემოდგომის პეიზაჟების ფოტოები და გააკეთოს ჩანახატი.
|
მინი ლექცია: ,,შემოდგომა ჩემს სოფელში“ ფოტოაპარატი,ნახატების შექმნა.
|
|
17.10.2019
|
პრაქტიკული სამუშაო ,,შემოდგომის
პეიზაჟი“ ჩანახატების საფუძველზე და სიმღერასთან ასოცირება.
|
მოსწავლემ შეძლოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენება
ნამუშევარში,პრაქტიკული სამუშაო ,,შემოდგომის პეიზაჟი“
|
სახატავი რვეული,ფანქრები და სხვა.
|
|
24.10.209
|
მოსწავლეთა ნამუშევრების წარმოდგენა და სიმღერასთან ასოციაცია
|
მოსწავლეებმა შეძლონ ნახატის სიმღერასთან ასოცირება,სიმღერების წარმოდგენა.
|
მოსწავლეთა ნამუშევრები,ფანდური,მოწვეული სხვა კლასის მოსწავლეები.
|
|
31.10.2019
|
მოსწავლეებმა გააკეთონ პრეზენტაცია:როგორ ხვდება მცხეთობის დღესასწაულს
ქართველი ერი.
|
მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის მოძიება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით
და სხვა წყაროებიდან.
|
გაკეთებული პრეზენტაცია.
|
|
07.11.2019
|
გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შექმნა:ნაქარგი,სამკაულები.
|
მოსწავლემ გამოიყენოს არსებული ცოდნა და უნარი ნამუშევრების შექმნისას.
|
ფერადი ძაფები,ნემსი,ფერადი მძივები,ბისერები.
|
|
14.11.2019
|
დეკორაციული გამოყენებითი ხელოვნება
|
მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარ ინტერესებზე დაყრდნობით,როლური თამაშის
განხორციელება.
|
ნახატების შექმნა
|
|
21.11.2019
|
დისკუსია თემაზე: ,,ადამიანი და სამყარო“
|
მოსწავლემ შეძლოს მსჯელობა რა როლი ენიჭება ადამიანს და ბუნებას სხვადასხვა
მხატვრების შემოქმედებაში.
|
ნახატების რეპროდუქციები.
|
|
28.11.2019
|
ნახატის დახატვა თემაზე:ადამიანი და სამყარო.
|
მოსწავლემ ამოირჩიოს და შეძლოს ნახატის დახატვა თემაზე:
1.ადამიანი ბატონობს ბუნებაზე.
2.ადამიანი ბუნების მეგობარია.
3.ბუნება ბატონობს ადაიანზე.
4.ადამიანი ბუნების დამანგრეველია.
|
სახატავი ფურცლები,ფანქრები,საღებავები და სხვა.
|
|
05.12.2019
|
დისკუსია თემაზე:ჩემი მომავალი პროფესია.
|
მოსწავლემ იმსჯელოს და გამოთქვას თავისი აზრი თუ როგორ წარმოუდგენია
თავისი თავი მომავალ პროფესიაში.
|
ნახატების შექმნა.
|
|
12.12.2019
|
პრაქტიკული სამუშაო:ხატვა თემაზე ,,ზამთარი“
|
მოსწავლემ შეძლოს ზამთრის განწყობის შექმნა ნახატში.
|
სახატავი ინსტრუმენტები.
|
|
19.12.2019
|
თემა:გამოყენებითი ხელოვნების დარგები,რომელია ჩემთვის უფრო საინტერესო.
|
მოსწავლე გაეცნოს გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგებს,შეძლოს
მსჯელობა და გამოყოს მისთვის ყველაზე საინტერესო დარგი.
|
მინი ლექცია:მასწავლებელი მოსწავლეების მსჯელობა.
|
|
26.12.2019
|
საახალწლო კედლის გაზეთის გამოშვება.
|
მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა მასალის გამოყენებით,ჯგუფური გაზეთის
გამოშვება.
|
დიდი ფორმატის თეთრი ქაღალდი,ფერადი ფლომასტერები,საღებავები და სხვა.
|
No comments:
Post a Comment